ბანკები და ფინანსები ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მას შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის საქმიანობის სფეროებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ჩვენი გუნდი უდიდესი გამოცდილებითა და აღნიშნული სექტორისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მიდგომით დაგეხმარებათ ინოვაციური და კომპლექსური საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებაში, როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე.
ჩვენ ვთავაზობთ რჩევებს ფიზიკურ პირებს, კორპორაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს საბანკო და საფინანსო ბაზრისთვის დამახასიათებელი ყველა გარიგების ნებისმიერ ასპექტზე, როგორებიც არის:
აქტივების ფინანსები
სტრუქტურირებული ფინანსები
შეძენილი (შერწყმული) ფინანსები
ვალდებულებითი კაპიტალის ბაზარი
პროექტების დაფინანსება
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფინანსები
სამომხმარებლო კრედიტები
ბიზნეს კრედიტები
კაპიტალის ბაზარი
გადახდისუუნარობა და რესტრუქტურიზაცია
ფინანსური ინსტიტუტების რეგულაციები
წარმოებული და სტრუქტურირებული პროდუქტები
ფინანსური ინსტიტუტების შერწყმა და მიერთება
შესაბამისობა და AML ოპერაციები
საბანკო და ფინანსური სამართალწარმოება
საბანკო და საფინანსო სექტორის სერვისები არასდროს ყოფილა ასეთი რთული და სწრაფად ცვალებადი, აქედან გამომდინარე, SNLG აღნიშნული სექტორის ყველა მოთამაშეს მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ, ინოვაციურ და ინდივიდუალურ მიდგომას ჰპირდება.