ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის სხვა საკითხებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და სტანდარტების დანერგვა, ასევე ისეთი შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება, როგორიცაა მაგალითად შინაგანაწესი და ბრძანების ფორმები.
SNLG მზადაა გაგიწიოთ იურიდიული დახმარება და შრომითი ურთიერთობის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას:
საბონუსე სისტემის შექმნა და დანერგვის კოორდინაცია, თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება/შეფასების სისტემის (კომპეტენციების ან/და ეფექტურობის და სხვა) შემუშავება, ISO სტანდარტების მენეჯმენტის სისტემის დანერგვის პროცესში სტანდარტის შესაბამისი HR სისტემების აწყობაში დახმარების გაწევა, თანამშრომელთა დასწრების, აღრიცხვიანობის საკითხის დარეგულირება.
ასევე, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს HR დოკუმენტაციის, პროცესებისა და სისტემების შეფასების საფუძველზე, კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო შემდეგი სახის HR დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია/შემუშავებას:
- თანამშრომელთა ბაზისა და საშტატო განრიგის შექმნა;
- კომპანიის ახალი სტრუქტურული სქემის შექმნა;
- სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური დატვირთვის შესახებ დებულებების მომზადება;
- კომპანიის შრომის შინაგანაწესის მომზადება;
- კორპორატიული ეთიკის კოდექსის (ქცევის ნორმები) შემუშავება;
- HR ბრძანებების ფორმების (საკადრო მოძრაობის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა) მომზადება;
- თითოეული პოზიციისათვის ფუნქციური დატვირთვის ანალიზი და სამუშაო აღწერილობების მომზადება;
- HR საქმისწარმოება – დოკუმენტების მოძრაობა;
- კომპანიაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.