შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი დაიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ თქვენს უფლებებს, რომლებიც მოიცავს პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს, დიზაინებს და სხვ. იმდენად, რამდენადაც ინტელექტურალური საკუთრების უფლებები ჩვენი კლიენტების ბიზნეს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ მათ მაქსიმალურად ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ინტერესების დაცულობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

SNLG-ს საქმიანობის სფეროები ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით მოიცავს შემდეგ სერვისებს:

საავტორო უფლებები:

  • საავტორო უფლების დეპონირების  მიზნით განაცხადის მომზადება და საქპატენტში წარდგენა;
  • საავტორო უფლების განკარგვასთან ან ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვა და შესაბამისი კონტრაქტების მომზადება/რევიზია.

პატენტი:

  • გამოგონების ან სასარგებლო მოდელის დაპატენტების მიზნით განაცხადის მომზადება და საქპატენტში წარდგენა;
  • პატენტის განკარგვასთან ან ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვა და შესაბამისი კონტრაქტების მომზადება/რევიზია.

სავაჭრო ნიშნები:

  • სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით განაცხადის მომზადება და საქპატენტში წარდგენა;
  • რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგი;
  • განკარგვასთან ან ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვა და შესაბამისი კონტრაქტების მომზადება/რევიზი;
  • წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურში კონტრაფაქციულ საქონელთან დაკავშირებით შესაბამისი სასაზღვრო ღონისძიებების გატარების მიზნით.

წარმომადგენლობა საქპატენტის სააპელაციო პალატაში;

წარმომადგენლობა სასამართლოში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებთან დაკავშირებით.