განათლება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა, ვინაიდან განათლების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ბუნებრივია საჭიროებს სხვადასხვა რეგულაციების დადგენას, რათა საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა.
საქართველოში განათლების სფეროს მენეჯმენტში ჩართულნი არიან სხვადასხვა რგოლის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, მათ შორის განათლების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ავტორიზაციის მოპოვება, ზოგიერთ შემთხვევაში კი აკრედიტაცია.
ავტორიზაციის მოპოვება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელიც მრავალ სხვადასხვა ასპექტს ითვალისწინებს. ავტორიზაციის მაძიებელი ვალდებულია, დააკმაყოფილოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, რათა შესაბამისი ორგანოსგან მიიღოს უფლებამოსილება ჩაერთოს განათლების პროცესში.
SNLG-ის გუნდი მზადაა თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადოს ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მოსაპოვებლად, ასევე გაუკეთოს რევიზია სხვადასხვა საგანმანათლებლო დოკუმენტს იურიდიული კუთხით.