განავითარე ბიზნესი აუთსორსინგის დახმარებით!

იმისთვის რომ არჩევანი აუთსირსინგზე შეაჩეროთ სწორად უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს აუთსორსინგი და რა ბენეფიტები აქვს მას. როგორც Start up კომპანიები საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე, ასევე უკვე წარმატებული ფირმები, ცდილობენ ეტაპობრივად დაზოგონ ხარჯები, რის გამოც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას გარკვეული ფუნქციები გადასცენ გარე სპეციალისტებს. აუთსორსინგი სწორედ “გარე წყაროსთვის” გარკვეული ფუნქციების გადაცემას ნიშნავს, რის საფუძველზეც კომპანია იღებს მომსახურებას,…

Business Media ჩვენ შესახებ!

სიამოვნებით გიზიარებთ მედია სააგენტო Business Media – ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორთან, ეკატერინე ბაკურაძესთან, რომელიც მკითხველს უზიარებს თავის პროფესიულ გამოცდილებას და აცნობს კომპანიის სიახლეებს. სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3nAJt5g

„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის” პარტნიორებმა გაიარეს ტრენინგი FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებების პრაქტიკული ასპექტების შესახებ

ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურად ზრუნავს განვითარებაზე, რათა ბიზნეს სექტორმა მიიღოს მაღალი ხარისხის ინოვაციური მომსახურება, ეს კი ისახება ორმხრივ მიღწევებსა და სამომავლო წარმატებაზე!  „შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის პარტნიორებმა გაიარეს ტრენინგი FIDIC-ის (International Federation of Consulting Engineers) ტიპის ხელშეკრულებების პრაქტიკული ასპექტებისა და ძირითადი გამოწვევების შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში 3 დღის განმავლობაში. ტრენინგის…

HR ადმინისტრირება

ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის  სხვა საკითხებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და სტანდარტების დანერგვა, ასევე ისეთი შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება, როგორიცაა მაგალითად შინაგანაწესი და ბრძანების ფორმები. SNLG მზადაა გაგიწიოთ იურიდიული დახმარება და შრომითი ურთიერთობის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგი ტიპის მომსახურებას: საბონუსე სისტემის შექმნა და დანერგვის კოორდინაცია, თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება/შეფასების სისტემის (კომპეტენციების ან/და ეფექტურობის და…

ტურიზმის სფერო

ტურიზმის სფერო ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია და შესაბამისად საქართველოშიც მაღალია დაინტერესება ამ მიმართულებით. ზოგადად, ტურისტული სფერო, როგორიცაა თანამშრომლობა სასტუმროებთან სხვადასხვა მიმწოდებლებთან, უშუალოდ თანამშრომლებთან და ა.შ. საკმაოდ შრომატევად და მოცულობით საქმიანობას მოითხოვს. ჩვენს კომპანიას აქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება კორპორაციულ კლიენტებთან და აღნიშნულ სექტორში მომუშავე ცალკეულ კერძო პირებთან. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ სერვისის მაღალ ხარისხს, ვინაიდან ვაცნობიერებთ რომ…

სამშენებლო სამართალი

უკანასკნელი 20 წლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორი, საქართველოში არსებული ბიზნეს სფეროების  ერთ-ერთ ლიდერ და წარმატებულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. შესაბამისად,  გაიზარდა დაინტერესება და ჩართულობა არამარტო მომხმარებლებისა და ამ სფეროს წარმომადგენლებისგან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. შემუშავდა ახალი საკანონმდებლო აქტები და რეგულაციები. კომპანია ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმიწევნით დაიცვას და აღასრულოს კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი მხარის მიმართ გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობის…

განათლება

განათლება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებადი სფეროა, ვინაიდან განათლების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ბუნებრივია საჭიროებს სხვადასხვა რეგულაციების დადგენას,  რათა საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოში განათლების სფეროს მენეჯმენტში ჩართულნი არიან სხვადასხვა რგოლის აღმასრულებელი…

შრომის სამართლი

შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ  შრომის სამართლის სფეროში არსებული  სერვისების ფართო სპექტრს, სადაც ყურადღება გამახვილებულია სამუშაო ადგილის პოლიტიკისა და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებაზე, შრომით ურთიერთობებსა და მათ შესაბამისობაზე ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან. ჩვენი გუნდის მომსახურება მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას, შინაგანაწესის შექმნას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების მომზადებას, ხოლო შრომითი დავის არსებობის…

სასტუმრო ინდუსტრია

ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით  განახორციელა სასტუმრო ინდუსტრიის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება, როგორიცაა საერთაშორისო ოპერატორებთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება. ამავდროულად, ჩვენს კონსულტანტთან, ქალბატონ ქეთევან ბოკუჩავასთან ერთად, რომელსაც აქვს HoReCa-ს ინდუსტრიაში 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ სასტუმროების მენეჯმენტისთვის ყოველდღიურ  კონცეფციის შექმნას, პერსონალის მომზადებას, ვეხმარებით დეველოპერებს პროექტის თითოეული ეტაპის სწორად წარმართვაში, მათ შორის გავცემთ კონსულტაციებს ნახაზებისა…

ინტელექტუალური საკუთრება

შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი დაიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ თქვენს უფლებებს, რომლებიც მოიცავს პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს, საავტორო უფლებებს, დიზაინებს და სხვ. იმდენად, რამდენადაც ინტელექტურალური საკუთრების უფლებები ჩვენი კლიენტების ბიზნეს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ მათ მაქსიმალურად ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ინტერესების დაცულობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. SNLG-ს საქმიანობის სფეროები…