უკანასკნელი 20 წლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორი, საქართველოში არსებული ბიზნეს სფეროების ერთ-ერთ ლიდერ და წარმატებულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.
შესაბამისად, გაიზარდა დაინტერესება და ჩართულობა არამარტო მომხმარებლებისა და ამ სფეროს წარმომადგენლებისგან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. შემუშავდა ახალი საკანონმდებლო აქტები და რეგულაციები. კომპანია ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმიწევნით დაიცვას და აღასრულოს კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი მხარის მიმართ გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.
გამკაცრებული რეგულაციის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ძალაში 2018 წლის 21 მარტს შევიდა და ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებებს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული პირებისადმი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს სამუშაო სივრცეში მყოფი პირების მიმართ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში.
აღნიშნული კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების ინსპექცია ინტენსიურად ახორციელებს შემოწმებას სამშენებლო სექტორში და გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აკისრებს დამსაქმებელ კომპანიას ადმინისტრაციული ჯარიმას.
*უნდა აღინიშნოს რომ კანონთან შეუსაბამობა, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე ითვალისწინებს საქმიანობის შეჩერებას.
იურიდიული კომპანია SNLG მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, გთავაზობთ სამშენებლო ბიზნესზე მორგებულ იურიდიულ მომსახურებასა და სერვისის მოქნილ პაკეტებს.