იმისთვის რომ არჩევანი აუთსირსინგზე შეაჩეროთ სწორად უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს აუთსორსინგი და რა ბენეფიტები აქვს მას.
როგორც Start up კომპანიები საქმიანობის დაწყების პირველ ეტაპზე, ასევე უკვე წარმატებული ფირმები, ცდილობენ ეტაპობრივად დაზოგონ ხარჯები, რის გამოც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას გარკვეული ფუნქციები გადასცენ გარე სპეციალისტებს.
აუთსორსინგი სწორედ “გარე წყაროსთვის” გარკვეული ფუნქციების გადაცემას ნიშნავს, რის საფუძველზეც კომპანია იღებს მომსახურებას, რომელიც სჭირდება, ნაკლებ ფასად და მაღალი ხარისხით, რა თქმა უნდა მისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი გათვლაა.
დღეს აუთსორსინგის სერვისების პოპულარობა სწრაფად იზრდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, მომსახურების ამგვარი სახით მიღების პრაქტიკა, ბევრ სფეროში დამკვიდრდა. ასეთებია: IT, იურიდიული მიმართულება, მარკეტინგი, ფინანსები, გაყიდვები, HR და ბუღალტერია და ა.შ.
ასეთ სერვისს ყველაზე ხშირად იყენებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთათვისაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული კვალიფიციური სპეციალისტის აყვანა, ხოლო აუთსორსინგის საშუალებით შესაძლებელი ხდება პროფესიონალთა მომსახურების მიღება მათთვის მისაღებ ფასად. მსოფლიოს მასშტაბით დიდი საერთაშორისო კომპანიებიც ხშირად მიმართავენ ამ გზას.
Covid 19-მა ჩვენს მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, რადგან კომპანიები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მიეჩვივნენ და გაიაზრეს, რომ არ არის აუცილებელი იურიდიული მიმართულებით თანამშრომლების ოფისში ყოლა და დისტანციურადაც ძალიან მარტივია მსგავსი საქმიანობის მართვა და განხორციელება.
აუთსორსინგის ძირითადი უპირატესობებია:
1. ვინაიდან კომპანია ზოგიერთ ფუნქციას აუთსორსინგს გადასცემს, მას შესაძლებლობა ეძლევა კონცენტრირება მოახდინოს საწარმოს საქმიანობის ძირითადი პრობლემების გადაჭრაზე, განსაკუთრებით კრიზის დროს;
2. აუთსორსინგის მომსახურება გაცილებით იაფია, ვიდრე კვალიფიციური პერსონალის/ სპეციალისტების დასაქმება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შენარჩუნება. კომპანიას აღარ უწევს თანამშრომლის საშემოსავლო გადასახადის, მივლინების და შვებულების ხარჯების გაწევა, სამუშაო ადგილის მოწყობა (ოთახი, სამუშაო მაგიდა და კომპიუტერული ტექნიკა), დაზღვევა, სატელეფონო ხარჯების მობილიზება იმ მომსახურების ნაწილში, რასაც აუთსორსის სახით იღებს;
3. კომპანიას შეუძლია გამოთავისუფლებული რესურსი მიმართოს ბიზნესის განვითარებისკენ;
4.კომპანიას შეუძლია შეამციროს ხარჯები მომსახურების ან საქონლის ხარისხის დაწევის გარეშე;
5. კომპანიას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს პრობლემის გადაჭრის ახალი გზები, რომელსაც მას აუთსორსინგის მიმწოდებელი კომპანია საკუთარი კვალიფიციური კადრებისა და გამოცდილების ხარჯზე სთავაზობს;
6. კომპანიას აქვს საშუალება ნაცვლად ერთი იურისტის მომსახურებისა, ერთდროულად ისარგებლოს იურისტთა ჯგუფის მომსახურებით და სამართლებრივი მხარდაჭერით;
7. აუთსირსინგის საშუალებით მომსახურების გამწევი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მისთვის გადაცემული ფუნქციების მაღალი ხარისხით შესრულებაზე.
მართალია, აუთსორსიგი შედარებით ახალი მიმართულებაა, მაგრამ თუ თქვენს ირგვლივ სხვა კომპანიების წარმომადგენლებს ჰკითხავთ უსარგებლიათ თუ არა ამ სერვისით, დარწმუნდებით, რომ ამ სერვისზე მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდება და ნამდვილად დროა ამ სერვისით თქვენც ისარგებლოთ.ამისთვის საჭიროა მხოლოდ სწორად შეარჩიოთ იურიდიული კომპანია, რომელსაც ანდობთ თქვენს ბიზნესს.
შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი წლებია აწვდის ბიზნესს კვალიფიციურ და ხარისხიან აუთსორსულ იურიდიულ მომსახურებას და წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას.
SNLG მუდამ მზად არის გაგიწიოთ სწორი კონსულტაცია და დაიცვას თქვენი ინტერესები. ჩვენთვის კონფიდენციალურობა უმნიშვნელოვანესია!