შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი
„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი“ 2017 წლის იანვარში დააფუძნეს ეკატერინე შანიძემ, რომელიც საქართველოში ეწევა იურიდიულ საქმიანობას და თამარ ნიკოლაძემ, რომელიც ლონდონში საქმიანობს ამავე მიმართულებით. ორივე მათგანს აქვს სხვადასხვა იურიდიულ სფეროში მუშაობის თექვსმეტზე მეტი წლის გამოცდილება. კომპანიის დაარსებას საფუძველი დაუდო პარტნიორთა სურვილმა, გაეერთიანებინათ თავიანთი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება. მომავალ განვითარებაზე ორიენტაციის აღებით, მათ გადაწყვიტეს იურიდიული კომპანიის დაარსება. იურიდიული კომპანიის მდგრადი პროგრესის მნიშვნელოვანი მიზეზია მისი გუნდის პროფესიონალიზმი.
„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიულ ჯგუფს“ აქვს სამი ოფისი: თბილისში, ლონდონსა და ბათუმში.
ლონდონის ოფისის მთავარი საქმიანობის სფეროებია კორპორაციული, საბანკო, საფინანსო და საერთაშორისო კომერციული სამართალი. ოფისს ხელმძღვანელობს თამარ ნიკოლაძე, რომელმაც ბრიტანეთში, კერძოდ ვესტმინსტერის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის წოდება და გააჩნია ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. ჩვენი ლონდონის ოფისი იურიდიულ მომსახურებას უწევს იმ კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ოპერაციებსა და გარიგებებში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას.
ჩვენი თბილისის ოფისის მთავარი მიმართულებებია სამოქალაქო, კორპორაციული, შრომითი, კომერციული, ინტელექტუალური და სატრანსპორტო სამართალი. ოფისს ხელმძღვანელობს ეკატერინე შანიძე, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, ეკატერინე ასრულებდა მთავარი იურისტის მოვალეობებს საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა თბილისის სატრანსპორტო კომპანია და შპს “თეგეტა მოტორსი”. თბილისის ოფისი სთავაზობს იურიდიულ მომსახურებას იმ კომპანიებს/ფიზიკურ პირებს, რომლებიც აპირებენ კომერციულ საქმიანობას საქართველოში. გარდა ამისა, SNLG-ს შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს ყოველდღიურ ოპერაციებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოწესრიგებაში.