„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიულმა ჯგუფმა“
წარმატებით დაასრულა კიდევ ერთი დავა,
რომელსაც განიხილავდა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). ამჯერად ჩვენი იურიდიული
კომპანია იცავდა და წარმოადგენდა მოსარჩელის,
უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის, პოზიციას. დავის საგანი გამომდინარეობდა
ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ (გამყიდველი) აიღო ვალდებულება
მიეწოდებინა საქონელი მოსარჩელისთვის (მყიდველი) დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის
მხირად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ
დააყენა მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლის, მის მიერ გადახდილი ავანსის უკან დაბრუნების,
მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. აღსანიშნავია რომ, მოსარჩელის მოთხოვნათა
ჯამმა შეადგინა რამდენიმე ასეული ათასი აშშ დოლარი.
არბიტრაჟში აღნიშნული
პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, საბოლოოდ კი დადგა „შანიძისა და
ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის“ იურისტებისა და მოსარჩელისთვის სასურველი შედეგი და არბიტრაჟის
მიერ სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა საარბიტრაჟო
და იურიდიული ხარჯები.
საქართველოს საერთაშორისო
საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მიერ დადგენილი საარბიტრაჟო წესების მიხედვით (დამტკიცებულია საქართველოს
საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის მიერ 2017 წლის 10 მარტს) 39-ე მუხლის
მიხედვით „მხარეთათვის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. წესების
შესაბამისად დავის გადაწყვეტაზე შეთანხმებით მხარეები იღებენ ვალდებულებას, გაჭიანურების
გარეშე შეასრულონ გადაწყვეტილება.“ აღნიშნულიდან გამომდინარე გამარჯვებული მხარე უფლებამოსილია
სააპელაციო სასამართლოს მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შემდეგ დაიწყოს
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.
„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი“
მუდამ მზადაა გაგიწიოთ თქვენთვის სასურველი იურიდიული მომსახურება და პროფესიონალურ
დონეზე დაიცვას თქვენი ინტერესები შესაბამის ორგანოში (სასამართლო, არბიტრაჟი და ა.შ.)