კორპორაციული და კომერციული სამართალი “შანიძის და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის” საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. თქვენი ბიზნესის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციას კორპორაციული და კომერციული საკითხების ნებისმიერ სფეროში.

ჩვენს გუნდს აქვს ყველა ტიპის კორპორაციულ და კომერციულ ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება, როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო პლატფორმებზე. შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი დაგეხმარებათ მსგავსი გარიგებების დადებაში, მისი მომზადების ეტაპიდან – დასრულებამდე. გარდა ამისა, ჩვენ ხელს შევუწყობთ უცხოურ კომპანიებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმომადგენლობების გახსნასა და ადგილობრივ ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებაში.

თქვენი კომპანიის შექმნის საწყის ეტაპზე ჯგუფი დახმარებას გაგიწევთ კომპანიის წესდების შემუშავებაში, საჯარო რეესტრში კომპანიის დარეგისტრირებაში, შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირებაში, კომერციულ ბანკებში საბანკო ანგარიშების გახსნაში. ამასთანავე, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ კომპანიის დაფუძნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის რეგულირებაში, როგორიცაა კორპორაციული სტრუქტურისა და კომპანიის სტრუქტურული ერთეულების დებულებების მომზადება. გარდა ამისა, ჩვენი სერვისი მოიცავს,  კომპანიის სტრუქტურის მიხედვით მასში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების შედგენასა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას.

ჩვენი კომპანიის კორპორაციული და კომერციული საქმიანობის სფეროები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

კორპორაციული მართვა, კომპანიის სამდივნოს საქმიანობის რეგულირება;

ერთობლივი საწარმოების დაფუძნება, კომპანიების შერწყმა/გამოყოფა, კომპანიის რეორგანიზაცია;

აქციონერთა შეთანხმებები, გარიგებები კერძო ინვესტირების შესახებ, სტარტაპები, ლოკალური და საერთაშორისო კომერციული გარიგებები და კონტრაქტები, უძრავ ქონებასთან, საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგებები, ფრენჩაიზინგის, წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო და შრომითი ხელშეკრულებები; Due diligence კვლევის მომზადება.

წესდების შედგენა, ვაჭრობისა და ტრანსპორტირების პირობების ფორმულირება. 

ჩვენ ასევე გთავაზობთ კონსულტაციებს თქვენი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კორპორაციულ და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, თქვენს კონტრაჰენტებთან ხელშეკრულებების შედგენისა და მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი გუნდის ჩართულობას. აგრეთვე, თქვენი საუკეთესო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან გარიგებებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოვამზადებთ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის სრულ პაკეტს და შევაფასებთ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი რისკებს