ტურიზმის სფერო ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია და შესაბამისად საქართველოშიც მაღალია დაინტერესება ამ მიმართულებით. ზოგადად, ტურისტული სფერო, როგორიცაა თანამშრომლობა სასტუმროებთან სხვადასხვა მიმწოდებლებთან, უშუალოდ თანამშრომლებთან და ა.შ. საკმაოდ შრომატევად და მოცულობით საქმიანობას მოითხოვს. ჩვენს კომპანიას აქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება კორპორაციულ კლიენტებთან და აღნიშნულ სექტორში მომუშავე ცალკეულ კერძო პირებთან. შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ სერვისის მაღალ ხარისხს, ვინაიდან ვაცნობიერებთ რომ მხარის მიერ დადებული ხელშეკრულება თუ წარმოებული მოლაპარაკება, ცალსახად მეტყველებს მის იმიჯზე და გარკვეულ წარმოდგენას უქმნის პარტნიორებს მათ საქმიანობაზე.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხი და მაღალი სტანდარტი. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აღნიშნული მიდგომა, თავიდანვე დადებითად აისახება ჩვენი კლიენტების ბიზნეს საქმიანობაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
თქვენი ინტერესების შესაბამისად, ხელშეკრულებათა მომზადებასა და დამუშავებას, რაც მოიცავს, როგორც მიმდინარე ერთჯერადი ხელშეკრულებების სრულყოფას, აგრეთვე ზოგადი შაბლონების მომზადებას მრავალჯერადი ურთიერთობებისთვის;
არსებული და მოსალოდნელი სამართლებრივი რისკების შეფასებას და მათი პრევენციის ალტერნატიული გზების მოძებნას;
თანამშრომლობას თქვენ მიერ წარმოებულ მოლაპარაკებათა ნებისმიერ ეტაპზე, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას;
თქვენი ინტერესების წარმოჩენასა და დაცვას სახელმწიფო სტრუქტურებსა და სასამართლოში.