„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თუ თქვენ ან თქვენი კომპანია გეგმავთ საქონლის რეექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შესყიდვის ან/და მიწოდების ოპერაციებს, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით შეგიძლიათ, დააარსოთ საწარმო და მიიღოთ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების მიზნით, კომპანიამ უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადი ან მიმართოს შემოსავლების სამსახურს. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განიხილოს განაცხადი სტატუსის მინიჭების შესახებ და შეისწავლოს განაცხადში მითითებული მონაცემების სიზუსტე. შესაბამისი სტატუსის მიღების შემდეგ, კომპანიას გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.
ჩვენს გუნდს ამგვარ კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ჩვენ იურიდიულ დახმარებას გაგიწევთ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მოპოვებასა და საბაჟო საწყობთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში. გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით თქვენს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში.