შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის საქმიანობა არ ამოიწურება მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობით, თქვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ასევე, ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ წარმომადგენლობას აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში. გარდა ამისა, დაგეხმარებით ბიუროსგან ფაქტების კონტრატაციისა და სხვა სერვისების მიღებაში.
ჩვენ ასევე დაგეხმარებით ნოტარიუსის მიერ იპოთეკით ან/და გირავნობით უზრუნევლყოფილ, ან არაუზრუნევლყოფილ მოთხოვნებთან დაკავშირებით გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაში.
თქვენ დახმარებას გაგიწევთ ჩვენი გუნდი, რომლის წევრებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ძირეულად იცნობენ თითოეულ სერვისს, რომელსაც აღნიშნული სახელმწიფო ორგანო მოქალაქეებს სთავაზობს.