Business Media ჩვენ შესახებ!

სიამოვნებით გიზიარებთ მედია სააგენტო Business Media – ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორთან, ეკატერინე ბაკურაძესთან, რომელიც მკითხველს უზიარებს თავის პროფესიულ გამოცდილებას და აცნობს კომპანიის სიახლეებს. სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3nAJt5g

„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის” პარტნიორებმა გაიარეს ტრენინგი FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებების პრაქტიკული ასპექტების შესახებ

ჩვენი ჯგუფი ყოველდღიურად ზრუნავს განვითარებაზე, რათა ბიზნეს სექტორმა მიიღოს მაღალი ხარისხის ინოვაციური მომსახურება, ეს კი ისახება ორმხრივ მიღწევებსა და სამომავლო წარმატებაზე!  „შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის პარტნიორებმა გაიარეს ტრენინგი FIDIC-ის (International Federation of Consulting Engineers) ტიპის ხელშეკრულებების პრაქტიკული ასპექტებისა და ძირითადი გამოწვევების შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში 3 დღის განმავლობაში. ტრენინგის…

SNLG-ის მიერ მოგებული კიდევ ერთი საქმე!

„შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიულმა ჯგუფმა“ წარმატებით დაასრულა კიდევ ერთი დავა, რომელსაც განიხილავდა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). ამჯერად ჩვენი იურიდიული კომპანია იცავდა და წარმოადგენდა მოსარჩელის, უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიის, პოზიციას. დავის საგანი გამომდინარეობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ (გამყიდველი) აიღო ვალდებულება მიეწოდებინა საქონელი მოსარჩელისთვის (მყიდველი) დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მხირად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო…