ნინო ნიკოლაიშვილი
– HR კონსულტანტი –
თამარის სამოქმედო სფეროებია სამოქალაქო, კორპორაციული, საბანკო, შრომის, საოჯახო, ადმინისტრაციული და სააღსრულებო სამართალი. მას აქვს ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკებების წარმოებისა და სასამართლო დავების წარმართვის რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება.
თამარმა წარმატებით მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი.
სანამ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა, თამარი მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს აწვდიდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „ეროვნული არქივის“ და საჯარო სამართლის სხვა პირების მომსახურებას. ის გადიოდა სტაჟირებას და იყო აღმასრულებლის თანაშემწე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში.
ის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე. რის შემდეგაც, მუშაობა განაგრძო კერძო სფეროში.
2018 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2020 წლიდან თამარი ჩვენი კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებს უწევს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს და ახორციელებს მათ სამართლებრივ მხარდაჭერას SNLG-ის ბათუმის ოფისში, აჭარის რეგიონის მასშტაბით.
მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ასევე, საუბრობს ფრანგულად.
– HR კონსულტანტი –
– HoReca კონსულტანტი –
– მმართველი პარტნიორი –
– უფროსი ურისტი –
– პარტნიორი –