თამარ ნიკოლაძე
– პარტნიორი –
თამარი არის საბანკო და საფინანსო, სადაზღვევო, კორპორაციული და საერთაშორისო კომერციული სამართლის სპეციალისტი.
თამარს აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ფინანსურ და იურიდიულ კომპანიებში მუშაობის თექვსმეტზე მეტ წლიანი გამოცდილება. იგი მუშობდა ისეთი წამყვანი საერთაშორისო იურიდიული კომპანიების პროექტებზე, როგორიცაა Freshfields Bruckhaus Deringer, Simmons & amp; Simmons LLP, Allen & amp; Overy LLP, Norton Rose Fulbright LLP, სადაც აქტიურად იყო ჩართული კომერციული და საფინანსო დავების მომზადებისა და დოკუმენტაციის ანალიზის პროცესში. ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობისას, როგორიცაა MoneyGram International Inc. თამარი სპეციალიზირდებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და CIS (The Commonwealth of Independent States) ბაზრის ქვეყნებზე, კლინეტთა პირადი მონაცემები დაცვის საკითხებზე, ამ ქვეყნების ფინანსურ რეგულაციებსა და საკონტრაქტო მოლაპარაკებებზე.
თამარი ასევე მუშაობდა ფულის გათეთრებასა და კომპლაიენსთან, სავალუტო ბაზარის მანიპულაციებთან დაკავშირებულ შიდა კორპორაციული მოკვლევისა და სამართლებრივი ანალიზის პროექტებზე შემდეგ ორგანიზაციებთან: Standard Chartered Bank და BNP Paribas UK.
ქართულ ბაზარზე თამარის გამოცდილება იწყება კომერციული საბანკო სფეროდან, სადაც იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად სს „პროკრედიტ ბანკის“ იურიდიულ დეპარტამენტში, სადაც უძღვებოდა საზედამხედველო რეგულაციებთან, სახაზინო გარიგებებთან, საცალო და ბიზნეს საბანკო პროდუქტებთან, ასევე ბანკის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, ახალი პროდუქტების იმპლემენტაციის სამართლებრივი მხარის რეგულირებასა და სასამართლო დავებს.
თამარს 2002 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ. ასევე ფლობს University of Westminster (London, UK) LLM -ის დიპლომს საერთაშორისო კომერციულ სამართალში და კავკასიის სამართლის სკოლის LLM -ის დიპლომს საბანკო და სადაზღვევო სამართალში. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
– პარტნიორი –
– უფროსი ურისტი –
– იურისტი –
– HR კონსულტანტი –
– HoReca კონსულტანტი –
– მმართველი პარტნიორი –