ნინოს აქვს 14 წლიანი გამოცდილება HR სფეროში. ის მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ისეთ დიდ კომპანიებში როგორიცაა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (საქალაქო ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი, საბაგირო) და ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული თანადაფინანსების პროექტების განხორციელება), სადაც დღესაც განაგრძობს საქმიანობას.

ამავდროულად, იგი კონსულტირებას უწევს კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის, ასევე პრობლემური საკითხების დარეგულირების მიმართულებით.

ნინოს საქმიანობა მოიცავს წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებს, როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესების დაცვის მიმართულებით. მას აქვს დიდი გამოცდილება რეკრუტმენტში, კადრების მოძიებაში, თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევაში, ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარების კამპანიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, ასევე ორგანიზაციული სტრუქტურის დაგეგმვაში, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ორგანიზაციული სტანდარტების შექმნაში, HR პროცესების გაციფრულებაში და ა.შ.

ნინომ წარმატებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგის კვალიფიკაცია. მას ასევე გავლილი აქვს ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის პროექტირების, პროექტების მართვის, პერსონალური მონაცემების დაცვის, ბავშვთა ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა. ის არის HRhub (საქართველოს) წევრი.

მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

Contact:


Tel: +995 577 524282

E-mail: nino.nikolaishvili@snlg.ge